Homeააფ-ნიუსებიშეხსენება: ანგარიშვალდებულ პირებს ევალებათ ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგება 2026 წლის 31 იანვრამდე...

შეხსენება: ანგარიშვალდებულ პირებს ევალებათ ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგება 2026 წლის 31 იანვრამდე წარუდგინონ სამსახურს (SARAS)

Published on

spot_img

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, სამსახურის მიმართ ყველა ანგარიშვალდებულ პირს ევალება ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგება წარუდგინოს სამსახურს (SARAS) არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრისა. ანგარიშგება მოიცავს 2025 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშგებო პერიოდს, რომლის შევსება ხდება ანგარიშვალდებული პირის საკუთარი რეესტრის გვერდიდან, ML/TF ანგარიშგების ფორმების ჩანართის მეშვეობით.

ანგარიშვალდებული პირები არიან: სერტიფიცირებული ბუღალტერები, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერები და აუდიტორები, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას, ასევე საბუღალტრო და აუდიტორული ფირმები.

ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესი დამტკიცებულია სამსახურის უფროსის 2024 წლის 9 დეკემბრის N ნ-16 ბრძანებით – „ანგარიშვალდებული პირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის წესი“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების წარუდგენლობა, არასრულად ან დაგვიანებით წარდგენა წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველს.

ML/TF ანგარიშგების შევსების წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით, ანგარიშვალდებულ პირთა ინფორმირების მიზნით, სამსახური (SARAS) 22 დეკემბერს, 11:00 საათზე ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას განმეორებით გამართავს.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ML/TF რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და გაგზავნის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...