Homeააფ-ნიუსებისაქსტატმა ბიზნეს რეგისტრის მობილური აპლიკაცია შექმნა

საქსტატმა ბიზნეს რეგისტრის მობილური აპლიკაცია შექმნა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) ბიზნეს რეგისტრის ახალი მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS ოპერაციული სისტემების მომხმარებლებისთვის.

ახალი აპლიკაცია ბიზნეს რეგისტრის მონაცემებზე წვდომას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. მომხმარებლებს მობილური ტელეფონის საშუალებით ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების შესახებ, მათ შორის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის მონაცემები, საიდენტიფიკაციო ნომერი, საქმიანობის სახეობა (NACE), სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, სტატუსი, მისამართი და სხვა ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

აპლიკაცია აღჭურვილია მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისით, რაც ინფორმაციის სწრაფ და ეფექტიან მოძიებას უზრუნველყოფს.

ბიზნეს რეგისტრის მობილური აპლიკაციის შექმნა საქსტატის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის ნაწილია და მიზნად ისახავს ოფიციალური მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდას, თანამედროვე ელექტრონული სერვისების განვითარებასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით: „ციფრული სერვისების განვითარება საქსტატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბიზნეს რეგისტრის მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საჭირო ინფორმაცია სწრაფად და მარტივად მიიღონ ნებისმიერი ადგილიდან. ჩვენი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ოფიციალური მონაცემები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის.“

ბიზნეს რეგისტრის მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია App Store-სა და Google Play-ში.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...