Homeააფ-ნიუსებისებ-ის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების რეპორტი დაემატა

სებ-ის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების რეპორტი დაემატა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების მონაცემები დაემატა. აღნიშნული სტატისტიკა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის“ კატეგორიაში განთავსდა და მოიცავს ქართული კომპანიებისა (მათ შორის სახელმწიფო საწარმოების) და მათი მფლობელი სუბიექტების მიერ საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების შესახებ ინფორმაციას. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაცემები დაამუშაონ და გააანალიზონ სხვადასხვა ჭრილში, მათ შორის ვალუტის, ვადიანობის, ეკონომიკური სექტორისა და სხვა პარამეტრების მიხედვით.

მონაცემები ყოველთვიურად განახლდება და ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესწავლისა და ანალიზის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს – ემიტენტებს, საბროკერო კომპანიებს და ინვესტორებს. ასევე ანალიტიკოსებს, სტუდენტებს, მკვლევარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

ამჟამად, ინტერაქტიული სტატისტიკა მოიცავს ობლიგაციების ბაზრის შემდეგ სეგმენტებს:

  • საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციები;
  • საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (სსი) მიერ კერძო და საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული  ობლიგაციები;
  • ქართული კომპანიებისა და მათი მშობელი კომპანიების მიერ საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციები.

სამომავლოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს ინტერაქტიული სტატისტიკის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სტატისტიკის გაფართოებას.

ინტერაქტიული სტატისტიკა ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...