Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS) საჯარო ზედამხედველობის ორგანოების (POB Forum) რიგით მეოთხე ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სამსახურმა (SARAS) საჯარო ზედამხედველობის ორგანოების (POB Forum) რიგით მეოთხე ფორუმში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო ზედამხედველობის ორგანოებისთვის გამართულ რიგით მეოთხე რეგიონულ ფორუმში (POB Forum – Public Oversight Bodies Forum), რომელიც ჩატარდა მსოფლიო ბანკის ფინანსური და მდგრადი ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR – Centre for Financial and Sustainability Reporting Reform) მიერ, პროგრამების „ევროპისკენ მიმავალი გზა – მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საბუღალტრო რეფორმებისა და ინსტიტუციების გაძლიერება“ (REPARIS for SMEs) და „ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების გაძლიერება“ (EAASURE) ფარგლებში.

ღონისძიება 2025 წლის 9-10 დეკემბერს გაიმართა და მას რეგიონული და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი საჯარო ზედამხედველობის სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კანონმდებლობის ფორმირებაზე; აუდიტის საზედამხედველო ორგანოების აღმასრულებელები, საბჭოს წევრები და ხარისხის უზრუნველყოფის ინსპექტორები; ასევე პროფესიული ორგანიზაციების (PAOs) წარმომადგენლები, რომლებზეც აუდიტის საზედამხედველო ორგანოს მიერ დელეგირებულია ხარისხის უზრუნველყოფის ფუნქცია.

ფორუმი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს საჯარო ზედამხედველობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, სადაც შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საერთაშორისო გამოცდილებას გასცნობოდნენ და დარგში არსებულ ცვლილებებზე ემსჯელათ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ალბანეთის მაგალითზე გაზიარებულ იქნა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების გაძლიერების პრაქტიკა, რომლის მიზანია კორპორაციული ფინანსური ანგარიშგების გაუმჯობესება, გამოყენება და აღსრულება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად.

ფორუმის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებმა აუდიტის ზედამხედველობის რეფორმების მიმდინარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია წარმოადგინეს. განხილულ იქნა მსოფლიო ბანკის CFRR-ის მიერ მომზადებული ანგარიში ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთში მოქმედ საჯარო ზედამხედველობის სისტემებზე, სადაც ყურადღება გამახვილდა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის, კადრების შერჩევისა და შენარჩუნების, ანაზღაურების პოლიტიკის, ინსპექტირების შეფასებისა და სამართლებრივი პროცედურების გამოწვევებზე. ასევე წამოიჭრა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანად წარმართვასა და აუდიტორული კომპანიებისთვის ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნასთან.

ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს განახლებული ინფორმაცია ევროპის აუდიტის ზედამხედველობის ორგანოთა კომიტეტის (CEAOB – Committee of European Auditing Oversight Bodies) და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შესახებ. ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელოვნური ინტელექტის როლის გააზრებას აუდიტის ზედამხედველობის დარგში, მათ შორის – ინსპექტირების დაგეგმვისა და შესრულების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, რისკებზე უკეთ რეაგირებას და ზედამხედველობითი პროცესების ოპტიმიზაციას.

ფორუმში სამსახურის (SARAS) ჩართულობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამსახურის მზადყოფნას, აქტიურად შეიტანოს წვლილი რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში, გაიზიაროს უახლესი საერთაშორისო გამოცდილება და დანერგოს თანამედროვე მიდგომები ზედამხედველობით პრაქტიკაში.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...