Homeააფ-ნიუსებიაქციზის განაკვეთების ცვლილება თამბაქოს ნაწარმზე

აქციზის განაკვეთების ცვლილება თამბაქოს ნაწარმზე

Published on

spot_img

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა N1114-IVმს-XIმპ ცვლილება, რომელიც შეეხო 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ აქციზის განაკვეთებს თამბაქოს ნაწარმზე.

განხორციელებული ცვლილების თანახმად:

  • 2402 20 კოდში მითითებული ადგილობრივი წარმოების სიგარეტები ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე იბეგრება 20 ღერზე 1.3 ლარის (ნაცვლად 1,9 ლარისა) ოდენობის აქციზის განაკვეთით;
  • 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, ასევე იმპორტირებული სიგარეტები იბეგრება 20 ღერზე 2.75 ლარის (ნაცვლად 1,9 ლარისა) ოდენობის აქციზის განაკვეთით;
  • სეს ესნ 2404 11 000 00 კოდში მითითებულ საქონელისათვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 20 ღერზე/ცალზე 2,70 ლარით (ნაცვლად 1,85 ლარისა).

ამასთან, სეს ესნ 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტებისათვის, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამი. ხოლო ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტებისათვის, ასევე იმპორტირებული სიგარეტისთვის, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი. ასევე, სეს ესნ სეს ესნ 2404 11 000 00 კოდში მითითებულ საქონელისათვის აქციზის განაკვეთი შეადგენს 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამს.

ცვლილება ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვარს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების სანახავად ეწვიეთ ბმულს

02.12.2025

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...