Homeააფ-ნიუსებიერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და...

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეთადონის“ და ფსიქოტროპული მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.

საბაჟო საზღვარზე შემოსული საქართველოს მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ჰერმეტულად შეფუთულ 25 ცალ პლასტმასის ქილაში, სითხის სახით განთავსებული, საერთო ჯამში – 375 მილიგრამი ,,მეთადონი“. ასევე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სამგზავრო ჩანთებში, სხვადასხვა დასახელების 402 კაფსულა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, მათ შორის 187 კაფსულა ,,ლირიკა“ ჰქონდათ განთავსებული.

აღნიშნულ სამართალდარღვევების ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...