Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურში - მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის...

შემოსავლების სამსახურში – მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ახლადრეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისთვის, მათ შორის მიკრო ბიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში გადასახადის გადამხდელებს  შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ისეთ  საკითხებს, როგორიცაა:

1. მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახდის გადამხდელის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები;

2. სტატუსის მინიჭება /გაუქმება;

3. საგადასახადო შეღავათები და ვალდებულებები;

3. გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათის შევსება;

5. სტატუსის შერჩევის კალკულატორი;

6. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის წესი და პირობები;

7. საგადასახადო ვალდებულებები დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებისას;

აღნიშნულ შეხვედრას 90 გადასახადის გადამხდელი ესწრებოდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ  დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია და განმარტებები მიეღოთ. მიზნობრივ ჯგუფებთან საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრების პროგრამის მიზანია გადასახადის გადამხდელებთან მუდმივ კომუნიკაცია, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...