Homeააფ-ნიუსებიეკატერინე მიქაბაძე - მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი დებიუტანტი...

ეკატერინე მიქაბაძე – მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი დებიუტანტი კომპანია უერთდება

Published on

spot_img

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო შპს „ლოპოტას“ მიერ 11 მილიონი აშშ დოლარისა და 6.9 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებული განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ემისია 20 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კომპანიისთვის სადებიუტოა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს ისეთი მასშტაბისა და რეპუტაციის მქონე კომპანია უერთდება , როგორიც „ლოპოტაა“.

„2025 წელი საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ემისიების მხრივ რეკორდული აქტივობით გამოირჩეოდა. წლის განმავლობაში გამოშვებული ობლიგაციების ჯამურმა ღირებულებამ 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მაღალი აქტივობა გაგრძელდა 2026 წელსაც: დღევანდელი მდგომარეობით, „ლოპოტას“ ემისიების ჩათვლით, შვიდმა ემიტენტმა ბაზარზე ცამეტი საჯარო კორპორაციული ობლიგაცია განათავსა, რომელთა ჯამური ღირებულება 570 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდს დაახლოებით 80%-ით აღემატება“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...