Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ახალი მოადგილე წარადგინა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ახალი მოადგილე წარადგინა

Published on

spot_img

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, მოადგილედ ზვიად დვალი წარუდგინა.

უწყების ხელმძღვანელმა, ზვიად დვალს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ზვიად დვალმა შემოსავლების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და უწყების თანამშრომლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ახალი მოადგილე, ზვიად დვალი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. მას საჯარო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მოადგილის რანგში, აუდიტის დეპარტამენტს გაუწევს კურირებას.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ ჩოკოშვილს პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაწინაურება მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ პოზიციამდე მიხეილ ჩოკოშვილი უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას უწყების უფროსის მოადგილეები – ია ახალაია, ირაკლი შარტავა და ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...