მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი – “ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს.
დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით – 3 042 301 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა – 251 356 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

