2026 წლის 25 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N48 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 4.9 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 125 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.300%, მაქსიმალური 8.431%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.407%.

