Homeააფ-ნიუსებისაქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს...

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

Published on

spot_img

საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი დინამიკურად ზრდას განაგრძობს. 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს, საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წინა წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 2.4-ჯერ გაიზარდა და 546 მილიონ ლარს მიაღწია. 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარზე, ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში, 11 აქტივების მმართველი კომპანია და 24 საინვესტიციო ფონდი იყო წარმოდგენილი.

დიაგრამა: საინვესტიციო ფონდები და აქტივების მმართველი კომპანიები

საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე იწყებს საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობის შესახებ ინდივიდუალური მონაცემების გამოქვეყნებას. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. აღნიშნული მონაცემები ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებით დამტკიცებული „საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის“ შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი და ეროვნული ბანკის მიერ მის საფუძველზე შემუშავებული ჩარჩო არეგულირებს. ჩარჩო ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ძირითად პრინციპებზეა დაფუძნებული.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 ოქტომბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აგვისტო 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა...

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, -32.4 მლრდ აშშ დოლარი (-85.8 მლრდ ლარი) შეადგინა...

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა...