Homeააფ-ნიუსებიამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით უწყებათაშორისი სწავლება გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით უწყებათაშორისი სწავლება გაიმართა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორის სწავლებაში სახელწოდებით -„NEXUS GEORGIA 2026“, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით ბათუმში გაიმართა.

სწავლების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ რეალურ გარემოში ემუშავათ სამი სხვადასხვა სცენარით განვითარებულ სიმულაციურ ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე, ასევე პრაქტიკაში გამოეცადათ არსებული სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და კოორდინაციის პროცესში გამოევლინათ კონკრეტული ხარვეზები. ამასთან, საველე-პრაქტიკული სწავლებების დასრულების შედეგად, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, იდენტიფიცირებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები და ინიცირებული იქნება ახალი სასწავლო პროექტები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, მცხეთაში ჩატარდება კიდევ ერთი სიმულაციური სწავლება, რომელიც მოიცავს მასობრივი თავშეყრის ადგილებში ქიმიურ და ფეთქებად ნივთიერებებზე რეაგირების პრაქტიკულ მომზადებას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ღინისძიებას ესწრებოდნენ – საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ელგუჯა ბერანძე, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსი, ზურაბ კიკალია, არასატარიფო საბაჟო კონტროლის სამმართველოს უფროსი ზურაბ მარშანია, ქბრბ უსაფრთხოების სფეროზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...