Homeააფ-ნიუსებიდავით ონოფრიშვილმა სლოვენიაში საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციაში — „დაზღვეული 360°“ მიიღო მონაწილეობა

დავით ონოფრიშვილმა სლოვენიაში საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციაში — „დაზღვეული 360°“ მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

3–4 სექტემბერს, სლოვენიის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს ოფიციალური მიწვევით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ონოფრიშვილი სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციაში —„დაზღვეული 360°“.

კონფერენციის მთავარი თემები იყო: მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებისა და მომხმარებელთა დაცვის, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის ფონზე ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკებისა და ბუნებრივი კატასტროფების, ასევე სადაზღვევო სექტორზე ხელოვნური ინტელექტის გავლენის საკითხები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის დაზღვევის ზედამხედველობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და დაზღვევის სფეროთი დაინტერესებული პირები.

კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებელთა ნდობის გაძლიერებას, რომელიც ერთი მხრივ, ეფექტურად იცავს დაზღვეულთა ინტერესებს, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობს სადაზღვევო პროდუქტების ხელმისაწვდომობას და სექტორის განვითარებას.

კონფერენციის შემდეგ, დავით ონოფრიშვილის ვიზიტი გაგრძელდა ორმხრივი და რეგიონული სამუშაო შეხვედრებით. 

ვიზიტის ფარგლებში შედგა რეგიონული სამუშაო შეხვედრა – ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის ზედამხედველ ორგანოს წარმომადგენლებთან, გორაზდ ჩიბეის – დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს მმართველი დირექტორის, დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონის რეგიონალური კოორდინატორის ხელმძღვანელობით. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის ინიციატივები, რეგიონის პრიორიტეტული მიმართულებები და რეგიონში კოორდინაციის საკითხები.

შეხვედრების სერიის ფარგლებში დავით ონოფრიშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრები კოპანი ნაგისთან – უნგრეთის ეროვნული ბანკის, დაზღვევის, საპენსიო ფონდების, ფინანსური საწარმოებისა და შუამავლების ზედამხედველობის დირექტორთან და ბრანკო ბარიაქტაროვიჩთან – მონტენეგროს დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორთან. 

შეხვედრები გაიმართა ასევე  სიჰამ რამლისთან – დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარესთან, მაროკოს კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორთან (ACAPS), დანა მანინგს-გრეისთან, რიკარდო ლარასთან – კალიფორნიის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო კომისართან და ბაჰამის კუნძულების დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, სადაზღვევო კომისართან და შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები დაზღვევის ზედამხედველობის აქტუალურ საკითხებზე, განიხილეს ერთობლივი საქმიანობის შესაძლო მიმართულებები.

საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო და რეგიონულ შეხვედრებში ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას და სადაზღვევო ზედამხედველობის თანამედროვე მიდგომების განვითარებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...