Homeააფ-ნიუსებისაქართველოს პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

Published on

spot_img

საქართველოს პარლამენტმა „2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის“ საბოლოო ვარიანტი განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.

ძირითად პარამეტრებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის შენარჩუნებულია თავდაპირველი პროგნოზები.

მისი თქმით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მისი პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს. საშუალო ინფლაციის პროგნოზი 2026 წელს 3,3%-ია, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%).

ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 114 მილიარდ 121 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 11 300 დოლარს აჭარბებს. 2029 წლისთვის პროგნოზირებულია, რომ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 145 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშების შემთხვევაში, 14 500 აშშ დოლარს გადააჭარბებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 27 მილიარდ 40 მილიონი ლარის ოდენობით.

ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5 პროცენტს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი – 33,5 პროცენტის ფარგლებშია.

2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 36 მილიარდ 285 მილიონ ლარს.

2026 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 9,7 მლრდ ლარს, განათლებასა და მეცნიერებაზე მიიმართება 4,1 მლრდ ლარამდე, ინფრასტრუქტურის განვითარება – 8 მლრდ ლარზე მეტი, თავდაცვა და უსაფრთხოება (თავდაცვა, შსს და უსაფრთხოების სამინისტროების დაფინანსება) – 3,8 მლრდ ლარზე მეტი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა – 270 მლნ ლარზე მეტი, კულტურისა და სპორტის დაფინანსება – 1,1 მლრდ ლარზე მეტი, სოფლის მეურნეობის პროგრამები – 640 მლნ ლარზე მეტი, გარემოს დაცვის პროგრამები – 200 მლნ ლარამდე.

2026 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა,  პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების ზრდა – 10%-იანი ზრდა, ასევე საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა.

„ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ ბიუჯეტი, სწორი ფისკალური პოლიტიკის შედეგად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს  მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, რაც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისათვის“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა კომიტეტს, განსაკუთრებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...