Homeააფ-ნიუსებინათია თურნავამ SARAS-ის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ SARAS-ის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საიუბილეო ღონისძიება SARAS-ის ხელმძღვანელმა დავით მჭედლიძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბეჟან წაქაძემ,  სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ SARAS-ის მიერ გასული ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსური ანგარიშგების ხარისხი, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დღეს უკვე არა მხოლოდ ტექნიკური ან ფორმალური მოთხოვნა, არამედ ჯანსაღი ბიზნესგარემოს, ფინანსური სისტემის მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.

„ხარისხიანი და გამჭვირვალე ფინანსური ინფორმაცია ქმნის ნდობას. ნდობა კი აუცილებელია როგორც ინვესტორისთვის, ისე კრედიტორისთვის, ფინანსური ინსტიტუტისთვის, მარეგულირებლისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, SARAS-ის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეროვნული ბანკისთვისაც, რადგან ორივე ინსტიტუტის საერთო მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ფინანსური გადაწყვეტილებები ხარისხიან, სანდო და გამჭვირვალე ინფორმაციას ეფუძნება.

ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკისა და SARAS-ის თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა წლების განმავლობაში სულ უფრო ღრმავდება. მათ შორის, 2020 წელს უწყებებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებთან დაკავშირებული თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერების მიზნით.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითად ანგარიშგების ერთიანი პორტალი – Reportal.ge დაასახელა, რომლის მეშვეობითაც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს ანგარიშებისა და სხვა რეგულირებადი ინფორმაციის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გამოქვეყნების შესაძლებლობა მიეცათ.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოზე“ – BARTA-ზე. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს კომპანიებში ისეთი კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც ხარისხიანი ანგარიშგება და გამჭვირვალობა თავად კომპანიის ღირებულებად იქცევა. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და SARAS-ს შორის თანამშრომლობის სფერო მომავალ წლებში კიდევ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდნენ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურის თანამშრომლები და საბჭოს წევრები. მათ შორის, ჯილდო გადაეცა ეროვნული ბანკის ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ანდრია მანელაშვილს. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...