Homeააფ-ნიუსებინინო ჯელაძემ ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ნინო ჯელაძემ ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიწვევით, ქალაქ სიამენში გამართულ  ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში – CIFIT 2026  მიიღო მონაწილეობა.

ჩინეთის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით გამართული ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საფინანსო სექტორის გამოფენა, რომელზეც ჩინეთის უმსხვილესი ბანკები იყვნენ წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოფენას, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად,  ათი ქართული კომერციული ბანკი დაესწრო.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გამოფენაში მონაწილეობა და შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის საფინანსო სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას. მისივე თქმით, ღონისძიება ქართულ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.

გამოფენაში ასევე მონაწილეობდა სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.

სიამენში გამართულმა  ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენამ – CIFIT 2026 წელს მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენლებსა და მაღალი დონის დელეგაციებს მოუყარა თავი. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...