2026 წლის 15 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N53 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.8 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 68 560 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.845%, მაქსიმალური 8.899%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.876%.

