Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა J.P. Morgan-თან თანამშრომლობით რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა J.P. Morgan-თან თანამშრომლობით რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრას უმასპინძლა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, უმსხვილეს ამერიკულ ბანკ J.P. Morgan-თან თანამშრომლობით, თბილისში რეგიონის მასშტაბით პირველად, 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის შეხვედრის მნიშვნელობას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა ეკონომიკურ პროგრესში ფინანსური სექტორის როლი და ქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდი საერთაშორისო აღიარება.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და ინვესტიციებისთვის სულ უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული მაკროეკონომიკური გარემო და მონეტარული პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს გლობალურ ეკონომიკურ ცვლილებებზე და ერთმანეთს ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის გამოცდილება გაუზიარეს. ცალკეული სესიები დაეთმო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე აქტივებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვას, ასევე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარების პერსპექტივებს.

ღონისძიების მიზანია რეგიონის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაცვლა და საერთო გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში პირველ მსგავს ღონისძიებას სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ. განსაკუთრებით სასიხარულოა თბილისში ამდენი კოლეგის ხილვა, რომლებიც 15-მდე ცენტრალურ ბანკს, განვითარების ორგანიზაციასა და ფინანსურ სექტორს წარმოადგენენ. მსგავსი შეხვედრები ფასეულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკების განვითარების განმსაზღვრელ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაზიარების საშუალებას გვაძლევს, არამედ იმიტომაც, რომ ქმნის ღია საუბრის, ერთმანეთისგან სწავლისა და ჩვენს ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობას”, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის შეხვედრაში 15-მდე ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, თურქეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...