Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა

ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა

Published on

spot_img

თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო და მრავალწლიან თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა ინფორმაციისა და გამოცდილების რეგულარული გაცვლის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და საერთო გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოსა და  საფინანსო სექტორის მდგომარეობაზე.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ახალ მემორანდუმს, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს თანამშრომლობის სფეროებს. მემორანდუმი ითვალისწინებს ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებისა და ზედამხედველობის, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისა და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...