2026 წლის 22 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N54 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 4.8 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 117 842 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.300%, მაქსიმალური 8.410%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.398%.

