Homeააფ-ნიუსებისამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო...

სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) უფროსმა, დავით მჭედლიძემ, და აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე ძაგნიძემ, ბაქოში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში – “აუდიტის ევოლუცია: მოთხოვნებთან შესაბამისობიდან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ნდობამდე” – მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის ორგანიზებით, 2026 წლის 16 სექტემბერს გაიმართა და პალატის საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიების მიზანი იყო აუდიტის განვითარების ძირითადი ეტაპების, თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავლო მიმართულებების განხილვა, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის ფარგლებში ყურადღება დაეთმო აუდიტის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებას, პროფესიულ თვითრეგულირებას, ხარისხის უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებასა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. განხილვის თემებს შორის იყო ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის გავლენა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიაზე, პროფესიული ეთიკის დაცვა და აუდიტის როლი ფინანსური გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცებაში.

ღონისძიებაზე თორნიკე ძაგნიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე – “აუდიტის რეგულირების სისტემა საქართველოში და პროფესიული ორგანიზაციების როლი”. მოხსენებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ საქართველოში აუდიტის რეგულირების მოდელსა და ამ სისტემაში პროფესიული ორგანიზაციების ადგილს. საქართველოს გამოცდილების წარდგენით სამსახურმა წვლილი შეიტანა აუდიტის რეგულირების განსხვავებული მიდგომების შესახებ საერთაშორისო პროფესიულ მსჯელობაში, რაც ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი საფუძველია.

ხსენებულ ღონისძიებაში სამსახურის (SARAS), როგორც საქართველოში სფეროს ზედამხედველი უწყების, მონაწილეობა ხელს უწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საზედამხედველო პრაქტიკის შესახებ გამოცდილების გაცვლას. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...