Homeააფ-ნიუსებისარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით თბილისში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით თბილისში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

Published on

spot_img

ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს მაკროეკონომიკური პერსპექტივების, საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებისა და იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების საკითხებზე თბილისში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

Moody’s-ის ანალიტიკოსებმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ეკატერინე გუნცაძისა და ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის ჩართულობით, ქვეყნის სუვერენული რეიტინგის საფუძვლები და მაკროეკონომიკური პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ქართულ საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციების მიმოხილვასა და აუდიტორიისათვის იპოთეკური ობლიგაციების სარეიტინგო შეფასების მეთოდოლოგიის გაცნობას.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, Moody’s-ის მოდერაციით გაიმართა პანელური დისკუსია კომერციული ბანკების დაფინანსების ახალი ინსტრუმენტის – იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის განვითარების თემაზე. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დავით აბესაძე, „თიბისი ბანკის“ მთავარი ფინანსური ოფიცრის მოადგილე დავით ტალახაძე და საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრი ლევან შავკაციშვილი.

პანელის მონაწილეებმა განიხილეს იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის ჩამოსაყალიბებლად საჯარო და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები, ასევე იმსჯელეს სამომავლო ნაბიჯებზე. მათ შორის, აღინიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებითა და ეროვნული ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომელიც ქართულ კომერციულ ბანკებს იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში დაეხმარება. როგორც პანელის მონაწილეებმა აღნიშნეს, ჩართული მხარეების ერთობლივი ძალისხმევა საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების საინაუგურაციო ემისიისათვის მყარ საფუძველს ქმნის.

საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს სუვერენული, საბანკო და იპოთეკური ობლიგაციების ბრიფინგი“ ქართული საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.                   

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...