Homeააფ-ნიუსებიცვლილება აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური საქონლის ჩამოწერის წესში

ცვლილება აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური საქონლის ჩამოწერის წესში

Published on

spot_img

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ცვლილება განხორციელდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ და N994 „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“  ბრძანებებში

ცვლილების თანახმად აქციზური მარკების ჩამოწერის არსებული წესი, გავრცელდა იმპორტისთვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოსაწერ საქონელზეც. კერძოდ, თუ ხდება აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური საქონელის ჩამოწერა, რომლის აქციზით დაბეგვრის მომენტი (საქონლის მიწოდება/საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანა ან იმპორტი) არ დამდგარა, გამოყენებული აქციზური მარკები ჩაითვლება უტილიზებულად და არ დაექვემდებარება აქციზით დაბეგვრას, ამ მიზნით ელექტრონულად წარსადგენ განცხადებაში „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“, არსებული მოსანიშნი ღილაკის დასახელებაში „მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა“ შესაბამისი ცვლილება განხორციელდება.

ამასთან ცვლილების შესაბამისად თუ ადგილი აქვს აქციზით დაბეგრილი აქციზური მარკით ნიშანდებული როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული აქციზური საქონლის ჩამოწერას, ამ საქონელზე გადახდილი აქციზი ექვემდებარება დაბრუნებას აქციზის დეკლარაციის წარდგენის გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება აქციზის დეკლარაციის III განაყოფის 7 და 71 სტრიქონებში.

ცვლილების სანახავად ეწვიეთ ბმულებს

N 996 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება

N 994 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...