Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის განმარტება - თამბაქოს კონტროლის შესახებ

შემოსავლების სამსახურის განმარტება – თამბაქოს კონტროლის შესახებ

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარისა და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის, განლაგების, რეკლამისა და პოპულარიზაციის, აგრეთვე თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირების შესაბამისი შეზღუდვები და აკრძალვები.

აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება როგორც ტრადიციულ თამბაქოს ნაწარმზე, ასევე გასახურებელ თამბაქოზე (ე.წ. „აიქოსი), ელექტრონულ სიგარეტსა („ვეიპი) და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილ სხვა მოწყობილობებზე.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს დაინტერესებულ პირებს, რომ კანონმდებლობით – თამბაქოს ნაწარმისა და მასთან დაკავშირებული პროდუქციის რეკლამა, მოხმარების დემონსტრირება იკრძალება მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი და ელექტრონული საშუალებებით, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების გამოყენების შემთხვევებშიც.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის შესაბამისი ფინანსური სანქციები.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

დამატებითი ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მათი დარღვევისთვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ იხილეთ:

https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/13f591d7-94af-4c6c-9c52-113a9e506d85?openFromSearch=true

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...