Homeააფ-ნიუსებისაქსტატის ხელმძღვანელი ჟენევაში, გაეროს ექსპერტთა შეხვედრაში მონაწილეობს

საქსტატის ხელმძღვანელი ჟენევაში, გაეროს ექსპერტთა შეხვედრაში მონაწილეობს

Published on

spot_img

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე მოსახლეობისა და მიგრაციის სტატისტიკის საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრა 21–25 სექტემბერს ქ. ჟენევაში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებით იმართება.

შეხვედრის მთავარი თემა მოსახლეობის 2030 წლის აღწერების მსოფლიო რაუნდია. მონაწილეები განიხილავენ, როგორ გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი მეთოდები მოსახლეობის აღწერისა და მიგრაციის სტატისტიკის მონაცემების შეგროვებისას.

გოგიტა თოდრაძემ შეხვედრაზე წარადგინა მოხსენება იმის შესახებ, თუ რა მეთოდით ჩატარდება საქართველოში მოსახლეობის მომავალი აღწერა. მისი თქმით, მომდევნო აღწერის ჩატარება მოსახლეობის რეგისტრებისა და ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენებითაა დაგეგმილი, რაც საერთაშორისო დონეზე სულ უფრო გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. აღნიშნული მიდგომა იძლევა რესურსების დაზოგვის და რესპოდენტთა ტვირთის შემსუბუქების შესაძლებლობას.

მოხსენების გარდა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი აქტიურად მონაწილეობდა შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში. ერთ-ერთი სესიის დისკუსიას კი თავად ხელმძღვანელობდა.

გოგიტა თოდრაძემ შეხვედრის მონაწილეებს ასევე გაუზიარა საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის გამოცდილება. მან ისაუბრა მონაცემთა შეგროვების მეთოდებზე, განხორციელებულ სამუშაოებსა და საქსტატის მიერ დანერგილ სიახლეებზე. აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. აღწერების ისტორიაში პირველად, საქსტატმა ის თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, თვითრეგისტრაციისა და პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით განახორციელა. აღწერის საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდა.

ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა ყოველწლიურად იმართება. მასში 55-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის სტატისტიკის სამსახურების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მაღალი თანამდებობის პირები. ის წარმოადგენს მნიშნელოვან პლატფორმას, სადაც ქვეყნები აღწერებისა და მიგრაციის სტატისტიკის სფეროში გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.

შეხვედრაში საქსტატის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი და მოსახლეობისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე არაბული.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...