Homeააფ-ნიუსებისაქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

Published on

spot_img

28 სექტემბერს, ქალაქ გოიგოლში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი მამუკა ბარათაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე, შაჰინ ბაგიროვი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, სეზაი უჩარმაკი.

საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს რეგიონული სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე, შუა დერეფნისა და ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის ეფექტიანობის გაზრდაზე, ასევე საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე. ამასთან, განხილვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო წინასწარი საბაჟო ინფორმაციის გაცვლის შემდგომი განვითარება, საერთაშორისო სატრანზიტო სისტემების ურთიერთთავსებადობა და საზღვრის კვეთისთვის საჭირო დროის კიდევ უფრო შემცირება.

სამუშაო შეხვედრების მსვლელობისას, მხარეებმა ასევე იმსჯელეს ელექტრონული დეკლარირებისას ინფორმაციის წინასწარი გაცვლასა და “ერთიანი ფანჯრის” პრინციპის შემდგომ განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული საბაჟოს განვითარებას და გაზრდილი ტვირთნაკადის პროცესში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რისკების ერთობლივი მართვის შესაძლებლობების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნარკოტიკული საშუალებებისა და სხვა აკრძალული საქონლის უკანონო გადაადგილების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას, ოპერატიული ინფორმაციის დროულ გაცვლასა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას.
 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით,  უმნიშვნელოვანესი პროცესია სამ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა, უსაფრთხოებისა და კანონიერი ვაჭრობის ფარგლებში, 3 ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ  შეუფერხებლად განხორციელდეს საზღვრის კვეთის პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის სატრანზიტო-ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბაჟო ადმინისტრაციების განვითარება, შეუძლებელია ნაყოფიერი თანამშრომლობის გარეშე, იმედი  მაქვს ჩვენი შემდეგი შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეებით წარვსდგებით”, – აღნიშნა მამუკა ბარათაშვილმა.

აღნიშნულ შეხვედრებს შემოსავლების სამსახურის მხრიდან ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კიაზო ახალაია, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, ვახტანგ ლაშქარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯაში საქართველოს გენერალური კონსული, კახაბერ აბდალაძე და  სხვა ხელმძღვანელი პირი.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...