Homeააფ-ნიუსებისაქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

Published on

spot_img

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 69.3 პროცენტია. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 670.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული  ცვლილებების გამო ვალი 627.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილებების გამო 28.2 მლნ აშშ დოლარით და საკურსო ცვლილებების გამო 15.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 1.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.3 მლრდ აშშ დოლარი (29.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.7 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 733.9 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 483.0 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 907.2 მლრდ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.2 მლრდ აშშ დოლარი (11.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 10.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი (8.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 8.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 83.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 29.9 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (10.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 10.1 პროცენტია.

2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 11.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.  2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 733.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 470.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

_____________________________________
1განაწილებული ნსუ (SDR) არის სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი საერთაშორისო სარეზერვო აქტივი, რომელიც ნაწილდება სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებზე მათი კვოტის პროპორციულად. განაწილებული ნსუ ისეთი ვალდებულებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ ქვეყანა იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული განაწილებული ნსუ-ს მოცულობა, ასევე, ასახულია ეროვნული ბანკის აქტივის მხარეს და შესაბამისად, სებ-ის წმინდა ვალდებულება ნულის ტოლია. 2009 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეცვალა მეთოდოლოგიური მიდგომა ნსუ-ს მიმართ, რის გამოც ამ პერიოდიდან განაწილებული ნსუ აღირიცხება როგორც ვალდებულება.

ბოლო ამბები

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აგვისტო 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა...

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, -32.4 მლრდ აშშ დოლარი (-85.8 მლრდ ლარი) შეადგინა...

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2026 წელი, მეორე კვარტალი)

რელიზი მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო (მეხუთე რედაქცია)", შესაბამისად. 2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184.1 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 145.2 მლნ აშშ დოლარი (388.8 მლნ ლარი), მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.4 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. 2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 4.7 პროცენტით შემცირდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი (4.2 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 20.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10.1 პროცენტით გაიზარდა. მომსახურების პროფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.0 პროცენტით, 31.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მომსახურების მთლიანი ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარს (5.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტმა 2026 წლის მეორე კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით ნაკლებია. მაღალ დონეზე ნარჩუნდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც 2026 მეორე კვარტალში 79.8 პროცენტით გაიზარდა, 400.2 მლნ აშშ დოლარი და მშპ-ს 3.8 პროცენტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2026 წლის მეორე კვარტალში 417.1 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 4.0 პროცენტი შეადგინა. 2026 წლის მეორე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -659.8 მლნ აშშ დოლარი (-1.8 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 15.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 3.7 პროცენტით გაიზარდა. მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 13.4 პროცენტით გაიზარდა და 2026 წლის მეორე კვარტალში 1.0 მლრდ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 12.7 პროცენტით გაიზარდა 965.3 მლნ აშშ დოლარამდე (2.6 მლრდ ლარი). მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 364.3 მლნ აშშ დოლარი (975.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.5 პროცენტია. წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში...

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობის, არსებული მოწყვლადობებისა და პოტენციური რისკების კომპლექსურ შეფასებას მოიცავს...