Homeააფ-ნიუსებიფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი,  მამუკა ბარათაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი,  მამუკა ბარათაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საგადასახადო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს და იმ ტექნიკური დახმარების პროექტის შესახებ იმსჯელეს, რომელიც საგადასახადო კანონშესაბამისობის ამაღლების მიზნით,  საგადასახადო კონტროლის ფარგლებში ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების გამოყენებას გულისხმობს. 

სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით წინასააუდიტო ანალიზის სტადიაზე გამოკვეთილი საგადასახადო რისკების შეფასებისა და ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული ავტომატური შერჩევის  შემთხვევების განხილვას.  

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიკვილაძე, ასევე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, მათ შორის საჯარო სექტორის/სახელმწიფო მართვის მიმართულებით უფროსი სპეციალისტები –  ჩარლზ ვიქტორ ბლანკო, ფაბიენ მროჩკა, ივან კრსული და სხვა პასუხისმგებელი პირები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...