გაცნობებთ, რომ 2026 წლის 2 ნოემბერი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად 2026 წელს ქონების გადასახადის შეღავათით სარგებლობისათვის, ფიზიკურ პირთათვის ოჯახის შემოსავლის ოდენობა 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა.
ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2026 წლის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოგეშვებათ:
- თუ თქვენი ან/და თქვენი ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავალის ოდენობა გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და თქვენ ან/და თქვენი ოჯახის წევრ(ებ)ი საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას;
- ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით გაქვთ დასაბეგრი მიწა.
იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი გაქვთ წინა 2025 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები – უფლება გაქვთ, არ წარადგინოთ 2026 წლის დეკლარაცია და საგადასახადო ორგანოს მიერ წინა, 2025 წლის დეკლარაციაში მონიშნული პირობების მიხედვით მოხდება 2026 წლის გადასახადის დარიცხვა.
ამასთან, თუ 2025 წლის დეკლარაციაში მონიშნული გქონდათ პირობა:
- თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი 2024 წელს შეადგენდა 40 000-დან 100 000 ლარამდე, – ამ შემთხვევაში ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდება მხოლოდ მიწაზე, ხოლო დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადი არ დაირიცხება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს გადაიხდის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ნოემბრისა. გადასახადის გადახდა ხორციელდება ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
გზამკვლევები
ფიზიკური პირის 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის გზამკვლევი
ფიზიკური პირის 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების გზამკვლევი
შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოძიების გზამკვლევი
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ “RS ჩათი“-ში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 2 299 299

