Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

Published on

spot_img

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ნოემბერში, წლიური ინფლაციის ტემპმა გასულ თვესთან შედარებით დაიკლო და 4.8% შეადგინა, ხოლო თვის ინფლაცია 0.4%-ს გაუტოლდა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიმდინარე წელს სტაბილურია და ნოემბერში 2.3% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია ნოემბერში 2.6%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • ოქტომბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.6 პპ-ით შემცირდა და წლიურმა მაჩვენებელმა 12.7% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია სექტემბერში 0.5 პპ-ში შემცირდა და 48.8% შეადგინა
  • ოქტომბერში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.2 პპ-ით შემცირდა და 42.0%-ის დონეზეა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი – ოქტომბერში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 3.1%-ით შემცირდა. შემცირების მიმართულებით ძირითადად სამომხმარებლო საქონლის იმპორტი მოქმედებდა, -3.7 პპ წვლილით. ასევე შემცირებულია საინვესტიციო საქონლის იმპორტიც -1.1 პპ კონტრიბუციით. ხოლო შუალედური მოხმარების საქონლის კონტრიბუციამ პოზიტიური 1.7 პპ შეადგინა
  • ექსპორტი – ოქტომბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 0.4%-ით გაიზარდა და 684.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის ზრდა განპირობებული იყო სამომხმარებლო საქონლის (11.4 პპ კონტრიბუციით) ექსპორტის ზრდით. თუმცა, შემცირებულია შუალედური მოხმარებისა (-10.8 პპ კონტრიბუციით) და საინვესტიციო საქონლის (-0.2 პპ კონტრიბუციით) ექსპორტი
  • ოქტომბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 5.6 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების” რუბრიკაში.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...