2026 წლის 13 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N58 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 9.9 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 97 600 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.950%, მაქსიმალური 9.057%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.009%.

