2026 წლის 16 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 812 ნაწილებში, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების მიწოდებასა და მასთან დაკავშირებულ სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებაზე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებისათვის განსაზღვრული საშეღავათო პერიოდი 2029 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2033 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.
კერძოდ, სსკ-ს 309 მუხლის 79-ე ნაწილის მიხედვით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებულ სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა თუ ერთდროულად სრულდება ყველა შემდეგი პირობა:
ა. უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2033 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ. მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოსათვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისიწინებული, ან ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა,, ან ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;
გ. უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ. იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2033 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე. ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ. ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების საფუძველზე
ამასთან სსკ-ს 309-ე მუხლის 812 ნაწილში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, ამ მუხლის 79-ე და 80-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების საფუძველზე განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების მიმართ, ხანდაზმულობის წესი ვრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან 2030 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე, ნაცვლად 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდისა.
სსკ-ში განხორციელებული ცვლილება იხილეთ ბმულზე:

