Homeააფ-ნიუსები20 ოქტომბერს საერთაშორისო საზოგადოება სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავს

20 ოქტომბერს საერთაშორისო საზოგადოება სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავს

Published on

spot_img

დღეს, 20 ოქტომბერს, საერთაშორისო საზოგადოება სტატისტიკის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. სტატისტიკის მსოფლიო დღედ 20 ოქტომბერი 2010 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაწესდა. ამ დღეს გაეროს სტატისტიკის სამსახური (UNSD), გაეროს რეგიონული ოფისები და გაეროს წევრი ქვეყნების სტატისტიკის ეროვნული სამსახურები სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

საქსტატი უამრავ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს, აგრძელებს საერთაშორისო მეთოდოლოგიების და სტანდარტების დანერგვას, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში და მონაწილეობას იღებს მაღალი დონის შეხვედრებში, რაც განაპირობებს მის უდავო წარმატებას, რითაც ღირსეულ ადგილს იკავებს ევროპის 20 ქვეყანას შორის.

„ოფიციალური სტატისტიკის ძლიერი მომავალი პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, ობიექტურობასა და საზოგადოების ნდობაზეა დაფუძნებული. ეს მიმართულებები ჩვენთვის კვლავაც მნიშვნელოვან პრიორიტეტებად რჩება. მსოფლიო სტატისტიკის დღეს განსაკუთრებული მადლიერება გვსურს გამოვხატოთ ყველა სტატისტიკოსის მიმართ, მათი მნიშვნელოვანი როლისთვის სანდო და დროული სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გავრცელებაში.  სანდო მონაცემები ხომ უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და ეფექტიანი პოლიტიკის შესამუშავებლად“ – აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...