Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს

Published on

spot_img

საქართველოს კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკური კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის მიმოხილვის პერიოდულად გამოქვეყნებას იწყებს.

კაპიტალის ბაზრის მიმოხილვა როგორც ერთჯერადი დოკუმენტი პირველად 2024 წლის ბოლოს გამოქვეყნდა. ამიერიდან კი პუბლიკაცია რეგულარულად, წელიწადში ორჯერ გამოქვეყნდება. წარმოდგენილი ანგარიში კი ასახავს საქართველოს კაპიტალის ბაზრის მდგომარეობას 2025 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით.

პუბლიკაციის მიზანია, ბაზრის მონაწილეებს, მკვლევრებსა და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ძირითად ტენდენციებზე, სტრუქტურულ თავისებურებებზე, ზრდის პოტენციალსა და არსებულ გამოწვევებზე.

ანგარიში წარმოადგენს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ფართო სურათს, თუმცა ფოკუსირდება ადგილობრივ ობლიგაციების ბაზრებზე, განსაკუთრებით სახელმწიფო ფასიან ქაღალდებსა და საჯარო კორპორატიულ ობლიგაციებზე. დოკუმენტი მიმოიხილავს ბაზრის სტრუქტურას, მიმდინარე ტენდენციებს, ინვესტორთა ბაზას, მფლობელობის სტრუქტურასა და მეორადი ბაზრის აქტივობას. აქცენტი ასევე კეთდება იმ გამოწვევებზე, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხოს კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარება. ანგარიში დამატებით განიხილავს ფინანსური ინსტიტუტების ფართო სპექტრის – მათ შორის, კომერციული ბანკების, საინვესტიციო ფონდებისა და საქართველოს საპენსიო ფონდის როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ბაზრის ლიკვიდურობის გაღრმავებასა და ინვესტორთა ბაზრის გაფართოებაში.

ანგარიშის უახლესი გამოშვება ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...