2026 წლის 20 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N59 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.5 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 99 368 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.430%, მაქსიმალური 8.599%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.526%.

