Homeააფ-ნიუსებისაქართველოს პრეზიდენტმა საქსტატის თანამშრომლებს ღირსების მედლები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა საქსტატის თანამშრომლებს ღირსების მედლები გადასცა

Published on

spot_img

20 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების მედლებით დააჯილდოვა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები პაატა შავიშვილი და ირაკლი აფხაიძე, მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე არაბული, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ამბოკაძე და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ყაველაშვილი.

თანამშრომლები ღირსების მედლით 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გაწეული საქმიანობისათვის დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

“სახელმწიფოს სიძლიერე იწყება იქ, სადაც მას საკუთარი რეალობის ზუსტი, ობიექტური და სიღრმისეული აღქმა აქვს. თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში ქვეყნის განვითარების სწორი კურსი, უპირველეს ყოვლისა, მიუკერძოებელ, დამუშავებულ და ზუსტ მონაცემებს ეფუძნება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს თანამშრომელთა საქმიანობის მაღალი შეფასებისა და მათი შრომის აღიარებისთვის.

2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა საქართველოში 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა და ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავდა, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

აღწერის ფარგლებში, პირველად საქართველოს ისტორიაში, მონაცემთა შეგროვება სრულად ელექტრონულად განხორციელდა. გამოყენებულ იქნა თვითრეგისტრაციის (CAWI) და კომპიუტერის დახმარებით  პერსონალური ინტერვიუს (CAPI) მეთოდები, ასევე თანამედროვე გეოინფორმაციული ტექნოლოგიები. 

პროექტში ქვეყნის მასშტაბით 12 500-ზე მეტი სპეციალურად მომზადებული პირი მონაწილეობდა. აღწერის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქსტატის თანამშრომლებმა, რომლებმაც უზრუნველყვეს პროექტის დაგეგმვა, კოორდინაცია და სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოების ეფექტიანი შესრულება.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...