Homeააფ-ნიუსებიმიკრობანკ „კრისტალის“ თელავის ფილიალი ახალ მისამართზე განაგრძობს მუშაობას

მიკრობანკ „კრისტალის“ თელავის ფილიალი ახალ მისამართზე განაგრძობს მუშაობას

Published on

spot_img

მიკრობანკ „კრისტალის“ თელავის ფილიალი ახალ მისამართზე განთავსდა. ფილიალის გახსნის ღონისძიებას „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია, კომერციული დირექტორი, მელანია კუჭუხიძე და სათავო ოფისის სხვადასხვა დეპარტამენტისა და განყოფილების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

ახალი ფილიალი თანამედროვე საბანკო სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და მომხმარებლებს კომფორტულ, მოწესრიგებულ და ხელმისაწვდომ გარემოს სთავაზობს. ფილიალის ახალი მისამართი კრისტალს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ მოემსახუროს თელავსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნესებს და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური სერვისები შესთავაზოს.

„რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერა კრისტალის საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ციფრული არხების განვითარებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტული ფიზიკური სივრცეების არსებობა, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალო ურთიერთობა გვქონდეს მომხმარებლებთან, უკეთ გავიაზროთ მათი საჭიროებები და მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმეებს და მოსახლეობას. გვინდა, რომ კრისტალის ფილიალები მომხმარებლებისთვის იყოს არა მხოლოდ ფინანსური მომსახურების მიღების ადგილი, არამედ სივრცე, სადაც მათ საჭიროებებს ვისმენთ და მათი საქმიანობის გრძელვადიან განვითარებას ვუწყობთ ხელს“, – აღნიშნა ილია რევიამ.

თელავის ფილიალის ახალ სივრცეში გადასვლა კრისტალის რეგიონული ქსელის განახლების და მომხმარებლებთან სიახლოვის შენარჩუნების კიდევ ერთი ნაბიჯია. მიკრობანკი განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებსა და მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მომსახურებაზე და საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერა მიიღონ.

მისამართი: თელავი, ალაზნის ქ. 6ბ

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...