Homeააფ-ნიუსებინათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს

ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს

Published on

spot_img

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხები, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.

აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს ძლიერ განვითარებას და ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს.

მისიამ ხაზი გაუსვა, რომ  ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა. მათი შეფასებით, მიზნობრივ დონეზე მაღალი ინფლაცია დროებითი ფაქტორებით არის განპირობებული, ხოლო დაბალი საბაზო ინფლაცია ფუნდამენტური ინფლაციური წნეხის არარსებობაზე მიუთითებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასევე დადებითად შეაფასა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დინამიკა. მნიშვნელოვანია, რომ რეზერვების შევსებას ძლიერი შემოდინებები და ლარიზაცია განაპირობებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ფინანსური სექტორი განაგრძობს  ჯანსაღ განვითარებას, მაღალი კაპიტალით, მომგებიანობით და აქტივების მაღალი ხარისხით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ეროვნული ბანკისა და სსფ-ის მისიის წარმომადგენლები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...