Homeააფ-ნიუსებიგოგიტა თოდრაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა

გოგიტა თოდრაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა, თემაზე – „ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები – წარსული გამოცდილება და თანამედროვე რეალობა“.

შეხვედრას 150-მდე სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი დაესწრო. გოგიტა თოდრაძეს ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია შეხვდა.

საჯარო ლექციის ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ძირითად პრიორიტეტებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და სანდო სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობაზე. სტუდენტები გაეცნენ საქსტატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ოფიციალური სტატისტიკის როლს ქვეყნის განვითარებაში.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა უნივერსიტეტსა და საქსტატს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს. გოგიტა თოდრაძე ასევე გაეცნო ფაკულტეტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და დაათვალიერა ბლუმბერგის ლაბორატორია.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს აკადემიურ წრეებსა და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ უწყებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტებისთვის სტატისტიკის პრაქტიკული მნიშვნელობის გაცნობას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...