Homeააფ-ნიუსებიეკატერინე მიქაბაძემ OECD-ის ფინანსური განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილება გააზიარა

ეკატერინე მიქაბაძემ OECD-ის ფინანსური განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილება გააზიარა

Published on

spot_img

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც წელს სომხეთის დედაქალაქი მასპინძლობდა. წლევანდელი შეხვედრის სადისკუსიო თემა ფინანსური მდგრადობის გაძლიერება იყო.

ღონისძიებას, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყნის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ფინანსური განათლების მნიშვნელოვანი პროექტებისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსიები კვლევებზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავების, მოქალაქეთა ფინანსური ქცევების შესწავლისა და თამაშზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში შედგა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე მიქაბაძისა და OECD-ის მომხმარებელთა უფლებების, ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ხელმძღვანელის მაილს ლარბის შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და OECD-ის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც მაილს ლარბიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა კონტრიბუცია სხვა ქვეყნებისთვის ფინანსური განათლების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. „ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ბევრ ინოვაციურ პროექტს ვახორციელებთ, თუმცა ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ჩნდება ახალი გამოწვევებიც. ამდენად, OECD-ის პროგრამის გაგრძელება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

OECD-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სებ-ის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ახალკაცმა, რომელმაც ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით თამაშის ელემენტებზე დაფუძნებული პროგრამები და სამომავლო გეგმები წარადგინა. კონფერენციის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი ინტერაქტიულმა, თამაშით სწავლების მეთოდზე დაფუძნებულმა საგანმანათლებლო პროექტებმა გამოიწვია. 

კონფერენცია ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ორგანიზებით, OECD-ის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გაიმართა. თანაორგანიზატორი სომხეთის ცენტრალური ბანკი იყო.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელი“ (OECD/INFE) 2008 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ხდება ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 130-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე საჯარო ორგანიზაციას აერთიანებს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...