Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები "BRITACOF"-ის ყოველწლიურ რიგით მე-7 ფორუმს დაესწრნენ

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები “BRITACOF”-ის ყოველწლიურ რიგით მე-7 ფორუმს დაესწრნენ

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან დგებუაძე და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, ია მიხელიძე დაესწრნენ ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში გამართულ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის (BRITACOF)  მე-7 ფორუმს, რომელიც მნიშვნელოვანი თემის – „ჭკვიანი დაბეგვრა და საერთო კეთილდღეობა“ მსჯელობას დაეთმო.

ღონისძიებაზე, რომელსაც წევრი და არაწევრი ქვეყნების, ასევე საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების/კერძო სექტორის 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, მაღალი დონის პანელური დისკუსიების ფარგლებში, განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა – საგადასახადო ადმინისტრირების გაციფრულება, ასევე ეკონომიკური საქმიანობის ტრანსფორმაციის პირობებში საგადასახადო მმართველობის განვითარება, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესის გამარტივება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ერთობლივი ინიციატივების განხორციელება და სხვა. ამასთან, ფორუმის მონაწილეებმა მოისმინეს ვრცელი პრეზენტაციები – საგადასახადო ადმინისტრირების პროდუქტების პორტფოლიოსა (Tax Administration Product Portfolio – TAPP) და გადასახადის გადამხდელთა მომსახურების პროდუქტების პორტფოლიოს (Taxpayer Service Product Portfolio – TSPP) შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ფარგლებში, საგადასახადო ადმინისტრაციათა თანამშრომლობის  „BRITACOM“-ის მეოთხე წლიურ კონფერენციას მასპინძლობდა. BRITACOM-ი „სარტყელი და გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების ასამდე საგადასახადო ადმინისტრაციის გაერთიანებას წარმოადგენს, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები წამყვანი საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები არიან.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...