Homeააფ-ნიუსები„ფასს სტანდარტებისა და მსს ფასს სტანდარტის განახლებები“ - სამსახური (SARAS), ფასს ფონდთან...

„ფასს სტანდარტებისა და მსს ფასს სტანდარტის განახლებები“ – სამსახური (SARAS), ფასს ფონდთან თანამშრომლობით, ყოველწლიურ ღონისძიებას მეათედ გამართავს

Published on

spot_img

ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, 11 ნოემბერს,  14:00 საათზე, სამსახური (SARAS) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდთან (IFRS Foundation) თანამშრომლობით, მეათე ყოველწლიურ ღონისძიებას გამართავს, რომლის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ აუდიტორები, აუდიტორული ფირმები და იმ საწარმოების წარმომადგენლები, რომლებიც კანონის მოთხოვნით ან ნებაყოფლობით ამზადებენ ფინანსურ ანგარიშგებებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ან მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) შესაბამისად. 

შეხვედრის მიზანია დაინტერესებული მხარეებისთვის დროული და სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდება ბუღალტრული აღრიცხვის დარგში არსებულ სიახლეებთან და ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.  
შეხვედრის მომხსენებელი გახლავთ ბრიუს მაკენზი, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) წევრი, რომელიც მონაწილეებს დეტალურად გააცნობს ფასს სტანდარტებსა და მსს ფასს სტანდარტთან დაკავშირებულ ცვლილებებსა და სიახლეებს. ღონისძიება ინტერაქციული ხასიათის იქნება, შესაბამისად, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მათთვის საინტერესო საკითხებზე უშუალოდ მომხსენებლისგან მიიღონ კომპეტენტური პასუხები. 

ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართება. დასწრების მსურველთათვის სავალდებულოა სარეგისტრაციო ფორმის შევსება  

იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი  

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...