Homeააფ-ნიუსებიფიზიკურ პირთა საყურადღებოდ, ცვლილება საგადასახადო კოდექსში 2026 წლის ქონების გადასახადთან დაკავშირებით

ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ, ცვლილება საგადასახადო კოდექსში 2026 წლის ქონების გადასახადთან დაკავშირებით

Published on

spot_img

გაცნობებთ, რომ  2026 წლის 2 ნოემბერი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღია.  

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საგადასახადო კოდექსში  განხორციელებული  ცვლილების  თანახმად,  2026 წელს ქონების გადასახადის შეღავათით სარგებლობისათვის, ფიზიკურ პირთათვის ოჯახის  შემოსავლის ოდენობა 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა. 

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2026 წლის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოგეშობათ:

  • თუ თქვენი ან/და თქვენი ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავალის ოდენობა გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და თქვენ ან/და თქვენი ოჯახის წევრ(ებ)ი საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ  დასაბეგრ ქონებას; 
  • ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად,  თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს  მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით  გაქვთ დასაბეგრი მიწა. 

იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი გაქვთ წინა  2025 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია  და არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები  – უფლება გაქვთ, არ წარადგინოთ 2026 წლის დეკლარაცია და საგადასახადო ორგანოს მიერ წინა,  2025 წლის დეკლარაციაში მონიშნული პირობების მიხედვით მოხდება 2026 წლის გადასახადის დარიცხვა.

ამასთან, თუ 2025 წლის დეკლარაციაში  მონიშნული გქონდათ პირობა:

  • თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი 2024 წელს შეადგენდა 40 000-დან 100 000 ლარამდე, – ამ შემთხვევაში ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდება  მხოლოდ მიწაზე, ხოლო დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადი არ დაირიცხება. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს გადაიხდის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ნოემბრისა. გადასახადის გადახდა ხორციელდება ერთიან  სახაზინო კოდზე 101001000.

გზამკვლევები

ფიზიკური პირის 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის გზამკვლევი

ფიზიკური პირის 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების გზამკვლევი

ფიზიკური პირის 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის განმეორებით წარმოდგენის სახელმძღვანელო

შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოძიების გზამკვლევი

კითხვა-პასუხი

ფიზიკური პირის ქონება

გამომთვლელები

2026 წლისთვის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების განსაზღვრა

2026 წლის ქონების გადასახადის გამომთვლელი

2026 წლის ქონების გადასახადის მიზნებისთვის ფიზიკური პირისთვის შემოსავლის გამომთვლელი

ვიდეო ინსტრუქცია

ფიზიკური პირის მიერ 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ “RS ჩათი“-ში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 2 299 299

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...