Homeააფ-ნიუსებისაქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს გააცნო საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, საქსტატის ინტერაქტიული პორტალები და ელექტრონული სერვისები, ასევე მოსახლეობის 2024 წლის აღწერის ძირითადი შედეგები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტატისტიკური მონაცემების პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობას, სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიურ საკითხებსა და მონაცემების როლს მუნიციპალიტეტის საქმიანობის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებისთვის საქსტატის საქმიანობისა და სტატისტიკური პროდუქტების გაცნობა, აგრეთვე, სტატისტიკურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობისა და მათი პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...