Homeააფ-ნიუსებიდავით ონოფრიშვილმა ვენაში დაზღვევის ზედამხედველთა მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

დავით ონოფრიშვილმა ვენაში დაზღვევის ზედამხედველთა მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების (FMA) დაზღვევის, საპენსიო და კორპორატიული კომპანიების ზედამხედველობის მიმართულების მმართველი დირექტორის პეტერ ბრაუმულერის მიწვევით, 3 დეკემბერს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, ქალაქ ვენაში გამართულ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ქვეყნების (SEET – South Eastern Europe and Transcaucasia) დაზღვევის ზედამხედველთა მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დავით ონოფრიშვილი პირველი სესიის ფარგლებში წარსდგა პრეზენტაციით და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის მზარდი და სტაბილური პარამეტრების მაჩვენებლები, ასევე ისაუბრა სადაზღვევო ბაზრის განვითარების თავისებურებების შესახებ. სესიას უძღვებოდა ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების მმართველი დირექტორი პეტერ ბრაუმულერი.

გარდა ამისა, დავით ონოფრიშვილი, როგორც მოდერატორი, გაუძღვა შეხვედრის მეოთხე სესიას, რომელიც ეხებოდა დაზღვევის ზედამხედველი უწყებების წინაშე არსებულ გამოწვევებს, ინსტიტუციონალური გაძლიერების, დასაქმებისა და სწავლების შესაძლებლობების მიმართულებით. ამავე დროს, სამსახურის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კვალიფიციური კადრების მოძიებასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა გამოწვევების დასაძლევად სამსახურის მიერ შემუშავებულ 2025-2029 წლების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად გადადგმულ ნაბიჯებს და ისაუბრა ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის დანარჩენი სესიები დაეთმო შემდეგ საკითხებს:

– მაკროეკონომიკური გარემო და სისტემური რისკები – როგორ შევიტანოთ წვლილი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში (მოდერატორი – ხორვატიის საფინანსო ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს პრეზიდენტი ანტე ზიგმანი);

– რეგიონული, ევროპული და გლობალური თანამშრომლობა (მოდერატორი – სლოვენიის რესპუბლიკის დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორი გორაზდ ჩიბეი);

– რეგიონში დაზღვევისა და დაზღვევის ზედამხედველობის გარდაქმნის პროცესი – მიღწევები და გამოწვევები (ბოსნიისა და ჰერცეგოვინას დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორი ივან ლუბურიჩი).

მონაწილეთა მიერ გაზიარებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, ფლობდეს რეგიონის ფარგლებში დაზღვევის სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების რეგულირების შესაძლებლობებზე მნიშვნელოვან და უახლეს ინფორმაციას, რათა გაითვალისწინოს საუკეთესო ევროპული გამოცდილება და გამოიყენოს საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებისა და შესაბამისი საზედამხედველო მიდგომების დახვეწისთვის.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...