Homeააფ-ნიუსებინინო ჯელაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში ტრანსსასაზღვრო გადახდებისა და რეგიონული ფინანსური კავშირების...

ნინო ჯელაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში ტრანსსასაზღვრო გადახდებისა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში პანელურ დისკუსიაში – „გადახდები საზღვრებს გარეშე: ფინანსური მომსახურების განვითარება რეგიონში“ მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარება, ტრანსსასაზღვრო ფინანსური მომსახურების გაუმჯობესება და რეგიონში ფინანსური ბაზრების დაკავშირების შესაძლებლობები.

ნინო ჯელაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობა, გადახდების სისტემების მოდერნიზება და მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია. ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) მოდერნიზაციასა და მყისიერი გადახდების სისტემის განვითარებაზე.

„ინოვაციების განვითარება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და პროგნოზირებად მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

ნინო ჯელაძემ ასევე ისაუბრა ტრანსსასაზღვრო გადახდების მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, შუა დერეფნის გასწვრივ მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ქმნის უფრო სწრაფი, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების საჭიროებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობა, ტექნიკური სტანდარტებისა და მარეგულირებელი მიდგომების დაახლოება.

ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ციფრული აქტივებისა და სტეიბლკოინების პოტენციალზეც, რომლებსაც ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორების დაჩქარებისა და ტრანზაქციების ხარჯების შემცირების შესაძლებლობა აქვთ. ამასთან, მათი განვითარებისთვის აუცილებელია შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, გამჭვირვალობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

„საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა, რეგიონული პარტნიორობა და თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურა, რათა შუა დერეფნის გასწვრივ ფინანსური ბაზრების დაკავშირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ფინანსურ ტექნოლოგიურ კომპანიებს ექნებათ საჭირო ინფრასტრუქტურა, ხოლო საერთაშორისო ინვესტორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს – ნდობა გამჭვირვალე, უსაფრთხო და პროგნოზირებადი მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართ“, – აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

მისივე განცხადებით, ფინანსური ინოვაციების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას, ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდასა და რეგიონული ფინანსური კავშირების განვითარებას.

პანელურ დისკუსიაში ნინო ჯელაძესთან ერთად მონაწილეობდნენ Ant International-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და მდგრადი განვითარების მთავარი ოფიცერი ლეიმინგ ჩენი და Neo Georgian Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი თამარ ტყეშელაშვილი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა Global Finance & Technology Network-ის (GFTN) წარმომადგენელი პატ პატელი.

„თბილისის ფინანსური სამიტი“ საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Global Finance & Technology Network-ის (GFTN) თანამშრომლობით იმართება და ფინანსური ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...