Homeააფ-ნიუსებიინფორმაცია - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის წესში შესული ცვლილების შესახებ

ინფორმაცია – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის წესში შესული ცვლილების შესახებ

Published on

spot_img

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 2026 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შეტანილი ცვლილება.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, სეს ესნ-ის 2711 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული თხევადი აირისა და 27-ე ჯგუფში კლასიფიცირებული ნახშირის რეექსპორტში გაფორმების მომსახურების გაწევისათვის განისაზღვრა განსხვავებული საფასური, ხოლო ამავე საქონლის ტრანზიტის პროცედურაში გაფორმება დაექვემდებარა მომსახურების საფასურის გადახდას, კერძოდ:

  • თხევადი აირის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმების მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრა 1 ტონაზე 90 ლარის ოდენობით;
  • ნახშირის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმების მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრა 1 ტონაზე 40 ლარის ოდენობით.

მითითებული მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს:

  • არაუგვიანეს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისა;
  • შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე – მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ – შემოსავლების სამსახური, ს/ნ 204525585 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707017021.

აღნიშნული მომსახურების საფასურის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებში:

  • როდესაც საქონლის დეკლარირებისას წარდგენილია პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაცია;
  • როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სარკინიგზო ან/და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით;
  • როდესაც საქონლის გადაზიდვა ხორციელდება მილსადენის გამოყენებით (თხევადი აირის შემთხვევაში);
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ნოემბრამდე შემოტანილი თხევადი აირისა და ნახშირის რეექსპორტში ან ტრანზიტის პროცედურაში გაფორმებაზე.

საქართველოს მთავრობის დადგენილება შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბის ბმულზე

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...