საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოცდასამმა მებაჟე ოფიცერმა ძვირფასი ლითონებისა და საიუველირო ნაწარმის შეფასების მიმართულებით მორიგი სპეციალიზებული სასწავლო კურსი გაიარეს.
აღნიშნული სწავლება ხელს შეუწყობს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას და კონტროლის თანამედროვე მეთოდების დანერგვით შედეგზე ორიენტირებული სამუშაო პროცესის წარმართვას.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის გამართული სწავლების დასრულების შემდეგ, მებაჟე ოფიცრებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და გადამზადების მიმართულებით ორგანიზებულ სწავლებებს ყოველწლიურად ახორციელებს.


