Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS) III ზომითი კატეგორიის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების...

სამსახურმა (SARAS) III ზომითი კატეგორიის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ სახელმძღვანელოს პირველი გამოცემა შეიმუშავა

Published on

spot_img

ფინანსური ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის პრაქტიკის გათვალისწინებით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS) III ზომითი კატეგორიის საწარმოთა მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვას ახორციელებს და გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს აქვეყნებს.

სახელმძღვანელო მომზადებულია III ზომითი კატეგორიის საწარმოთა ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის შედეგებზე დაყრდნობით და მისი მიზანია საწარმოებისთვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება ფინანსური ანგარიშგებების მომზადების ხარისხისა და მსს ფასს სტანდარტთან შესაბამისობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. შესაბამისად, სახელმძღვანელო განკუთვნილია III ზომითი კატეგორიის საწარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში ჩართული პირებისთვის.

დოკუმენტში წარმოდგენილია 2024-2025 წლების საანგარიშგებო პერიოდის III ზომითი კატეგორიის 200 საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვის შედეგები, გამოვლენილი შეუსაბამობების სტატისტიკა, მათი სიხშირე და შესაბამისი პრაქტიკული მითითებები, რომლებიც საწარმოებმა მომდევნო წლის ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისას უნდა გაითვალისწინონ.

მიმოხილვის შედეგად ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა არსებითი მუხლების შესახებ განმარტებითი ინფორმაციის არასაკმარისი გამჟღავნება, მუხლების მიზანშეუწონელი დეზაგრეგირება, ფინანსური ანგარიშგებების საწარმოს ინდივიდუალურ გარემოებებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე მორგება, ფულადი ნაკადების სწორად კლასიფიცირება და ძირითადი ფულადი ნაკადების ცალკე წარდგენა, ასევე მშობელი საწარმოსა და საბოლოო მაკონტროლებელი მხარის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება და საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების სათანადოდ აღწერა.

სახელმძღვანელოში ასევე წარმოდგენილია თემატური მიმოხილვის შედეგები, რომლის ფარგლებშიც შეფასდა, რამდენად გაითვალისწინეს საწარმოებმა წინა პერიოდში სამსახურის მიერ გაცემული მითითებები და რამდენად განმეორდა ისინი მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...